29 ნოემბერი 2021,   04:33
ვრცლად
ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა -  ნიკოლ პაშინიანის მომხრეები დაუმორჩილებლობის მარშზე შეიკრიბნენ

ორდღიანი პაუზის შემდეგ ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. ნიკოლ პაშინიანის მომხრეები დაუმორჩილებლობის მარშზე შეიკრიბნენ და დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობებს მართავენ.

ოპოზიციის მომხრეები ცენტრალური მოედნისკენ მომავალ გზებს კეტავენ და საღამოსთვის დაანონსებული მრავალათასიანი მიტინგისთვის ემზადებიან. ოპოზიციის ლიდერი კი ამ წუთებში მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ხვდება.

ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, "სახალხო მოძრაობა" იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მმართველი გუნდი პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას არ დაუჭერს მხარს. რესპუბლიკურმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატს არ წარადგენს. თუმცა პაშინიანის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია.

არჩევნები პარლამენტში პირველ მაისსაა დაგეგმილი. ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას ყველა საპარლამენტო პარტიამ დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით ხავერდოვანი რევოლუციის მთავარი იდეოლოგი, პრემიერობის ერთადერთი კანდიდატია.

დღის ამბები