08 დეკემბერი 2021,   06:05
ვრცლად
სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

სამწლიანი პატიმრობა დასრულებულია - ტრიპოლის სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად ლიბიაში იმყოფება ეგვიპტეში საქართველოს ელჩი. ალექსანდრე ნალბანდოვმა სხვა დაკავებული ქართველი მეზღვაურებიც მოინახულა. ის ამ თემაზე ლიბიის საგარეო უწყებასთან შეხვედრებს მართავს.

ტონგოს დროშით მცურავ ხომალდზე ლიბიელმა სამართალდამცავებმა არალეგალური ტვირთი 2015 წელს აღმოაჩინეს, რის გამოც ეკიპაჟის 5 წევრი,  მათ შორის კაპიტანი საპყრობილეში გადაიყვანეს.

სოსლან კაკაბაძე ხომალდზე მზარეულად მუშაობდა. 

ამ დროისთვის ლიბიის ციხეში რჩება საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. მათი სასამართლო პროცესი მაისის თვის ბოლოს გაიმართება. 

დღის ამბები