18 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
ნარკორეალიზატორთა გაშიფრული სქემა - ბრალდებულებიდან ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსნის ძმაა

ნარკორეალიზატორთა გაშიფრული სქემა - სამართალდამცავებმა 23 წლის გიორგი გოგებაშილი და მისი მეგობარი გოგონა, ნინო გეგელაშვილი, დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით ახდენდნენ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. ბინა კი, რომელიც მათ ჰქონდათ ნაქირავები, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკების საცავი იყო. სამართალდამცავების ცნობით სწორედ ამ ბინიდან ნაწილდებოდა საქათველოს მასშტაბით ინტერნეტით გაყიდული ნარკოტიკი. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული გიორგი გოგებაშვილი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მაღალჩინოსნის - იაკობ გოგებაშვილის, ძმაა. მას კონსპირაციული ბინა, მისი პოლიციელი ძმის საცხოვრებელი კორპუსის პირდაპირ ჰქონდა დაქირავებული.

ბინის მფლობელი კურიერს  უყვება, რომ ბრალდებულმა გოგებაშვილმა ის შეცდომაში შეიყვანა. უთხრა, რომ ბინაში ბებიასთან, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იცხოვრებდა. მეტი დამაჯერებლობისათვის კი სახლში ბავშვის საწოლი მიატანინა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებულებზე თვალთვალი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლობდნენ სქემას, თუ როგორ იყიდებოდა ნარკოტიკებით ინტერნეტით.

სამინსიტროს ინფორმაციით, რეალიზებულ ნარკოტიკულ საშუალებას ბრალდებული თბილისის სხვადასხვა უბანსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სამალავებში ტოვებდნენ. რამდენიმე ასეთი სამალავის ამსახველი კადრები დღეს პოლიციამ თავად გაავრცელა.

დღის ამბები