22 ივლისი 2024,   17:20
ვრცლად
2017 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობა გაზრდილია - ზურაბ ჭიაბერაშვილი 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის  კვლევის შედეგებს ეხმაურება.

საუბარია მონაცემებზე, რომლის მიხედვითაც 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 13.9% შეადგინა.

ჭიაბერაშვილი საქსტატის 2017 წლის მონაცემებს 2018 წლის პერიოდს უპირისპირებს და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" არასწორი პოლიტიკის შედეგად  უმუშევრობის მაჩვენებელი გაზრდილია. 

„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში 2017 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობა გაზრდილი არის, რაც პირდაპირ უკავშირდება „ქართული ოცნების“ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას. "ქართულ ოცნებას" არ სურს, გაიაზროს მთავარი პრინციპი, რაც წაახალისებდა ეკონომიკურ ზრდას და გაზრდიდა დასაქმებას. ეს არის გადასახადების შემცირება, მთავრობის ზომის შემცირება, რაც ჩვენი პაკეტის ძირითადი ნაწილია და შესაბამისად, მეტი ფულის დატოვება ეკონომიკაში, ბიზნესში,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, ქვეყანაში ჯამში 1 მლნ 700 ათასი დასაქმებული პირია, აქედან 880 ათასი თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

დღის ამბები