08 სექტემბერი 2024,   04:21
ვრცლად
აგვისტოს ომის სესახებ, სტრასბურგის სასმაართლოში განხილვის დასრულებას, ქართველი ექსპერტები, მოსამართლეები და სტუდენტებიც დაესწრებიან

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ პროცესზე სტრასბურგში თავიანთი ინიციატივით ჩავიდნენ ქართველი ექსპერტები, მოსამართლეები და სტუდენტები. მათ საშუალება ექნებათ დაესწრონ და მოისმინონ პროცესზე საქართველოსა და მოპასუხე მხარის გამოსვლები. ექსპერტები თვლიან, რომ საქართველოს გამარჯვება ამ პროცესში პოლიტიკურადაც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რადგან, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იურიდიულად გაფორმდება, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარე და ოკუპანტია.

"იმ შემთხვევაში თუ ნაწილში მაინც გავიმარჯვებთ იმ პრეტენზიებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, გამოდის რომ გინდა ირიბად, გინდა პირდაპირ რუსეთი მთავარი დამნაშავეა ამ საქმეში,"- აცხადებს მამუკა არეშიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები