02 მაისი 2024,   23:50
ვრცლად
შესაძლო ზეწოლა და მუქარა დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტზე - პროკურორი ფხაკაძე გენინსპექციაში დაკითხვაზე დაბარებას არ გამორიცხავს 

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ექსპერტსა და ადვოკატზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს ხორავას საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს.

ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ არ იცის დაიწყო თუ არა მოკვლევა გენინსპექციამ და ის ასევე, არ გამორიცხავს, რომ დაკითხვაზე უახლოეს დღეებში დაიბარონ.

„ჩემთვის არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გენინსპექციამ მოკვლევა, არის შემთხვევა, როდესაც გენინსპექცია იწყებს მოკვლევას, მაგრამ იმ პირის მიმართ, ვის მიმართაც მოკვლევა არის დაწყებული შეიძლება, არ იცოდეს ეს. მე დღესდღეობით გიდასტურებთ, რომ არ ვყოფილვარ დაბარებული დაკითხვაზე, შესაძლებელია დღეს ან ხვალ დამიბარონ. მოგეხსენებათ მთელი დღის განმავლობაში პროცესებზე ვარ და არ ვიცი, შესაძლებელია ეგ იყოს შემაფერხებელი გარემოება. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი, მით უფრო რომ ქალის მიმართ თითქოს მე საცემრად გავიწიე. ეს კითხვაც და ამ განცხადების გავრცელებაც არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა. ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარის გაღიზიანება ექსპერტიზის დასკვნით არის გამოწვეული.

ამავე თემაზე
დღის ამბები