05 მაისი 2024,   16:21
ვრცლად
ზუგდიდში მარკეტი გაქურდეს - წაღებულია ძვირადღირებული პროდუქტი და თანხა

ზუგდიდში რუსთაველს ქუჩაზე სურსათის შერეული მარკეტი გაქურდეს. მაღაზიიდან წაღებულია ყველა ძვირადღირებული პროდუქტი და ასევე სალარო აპარატში არსებული თანხა. მფლობელის ინფორმაციით, მაღაზიიდან წაღებულია გამყიდველის მიერ ადგილზე დატოვებული ოქროს ნივთებიც.

როგორც ირკვევა, პირი მაღაზიაში კარებიდან შევიდა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. 

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. 

მაღაზიის მფლობელების თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე ეს ამ მაღაზიაში მომხდარი მეხუთე ქურდობის ფაქტია.

დღის ამბები