06 მაისი 2024,   20:10
ვრცლად
ბათუმში მაღაზია გაქურდეს

ბათუმში, ბესიკისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის განცხადებით, მაღაზიიდან წაღებულია თანხა და დაახლოებით 150 ლარის ღირებულების სიგარეტი.

ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. მისივე განცხადებით, მაღაზიაში 5 ქურდი შევიდა.

როგორც შს სამინისტროში „რუსთავი2“-ს განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები