05 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
„სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი" - ზალკალიანი მოსკოვის შეთავაზებას პასუხობს

მოსკოვის შეთავაზებას, სრულფასოვნად აღდგეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ოკუპანტი ქვეყანა უკან წაიღებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკას და დაემორჩილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

„სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე, რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, მიუხედავდ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისა, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია შემხვედრი ნაბიჯები მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის გამიზნული იქითკენ, რომ გაგრძელდეს სამშვიდობო ინიციატივები,“- ამბობს ზალკალიანი.

მოსკოვი თბილისს სრულმაშტაბიანი ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს.

„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება ექნება, რუსეთის ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გავიდეს და რუსეთის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები