02 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა

თბილისიდან სტამბოლში მიმავალი თვითმფრინავი ტრაბზონის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

"რუსთავი2"-თან სატელეფონო საუბრის დროს მგზავრები მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად ფრინველის გამო შექმნილ ძრავის პრობლემას ასახელებენ.

„თურქეთის ავიახაზების“ რეისის მგზავრები სტამბოლისკენ რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ უკვე სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.

მომხდარის გამო საქართველოს მოქალაქეებს საკონსულოსთვის დახმარების თხოვნით არ მიუმართავთ, თუმცა ადგილზე ვითარების გასარკვევად საკონსულოდან მაინც მივიდნენ.

„პირველადი მონაცემებით, ფრინველების გადაფრენის გამო მოხდა თვითმფრინავის დაშვება ტრაპზონში. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ჩამოვიდა ახალი ბორტი და მგზავრები უკვე იმყოფებიან სტამბოლში,“-განაცხადა გენერალური კონსულის მოადგილემ ტრაბზონში გიორგი ყუშიტაშვილმა.

დღის ამბები