19 აპრილი 2024,   17:26
ვრცლად
ასეთი განცხადებებით ოპოზიცია საკუთარ მარცხს ამართლებს - საპარლამენტო უმრავლესობას ენმ-ის ბრალდებებს პასუხობს

ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, საიდანაც პარტიის ლიდერების მტკიცებით დგინდება, რომ ხელისუფლება არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება, მმართველი გუნდი ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბება არაფერში სჭირდება, რადგან ის უპირობო ლიდერია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის, განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ ყველა ჯერზე დემოკრატიულ პროცესად შეაფასა. მისი თქმით, ოპოზიცია მსგავსი განცხადებებით, წინასწარ ამართლებს მოსალოდნელ მარცხს.

„მე მახსოვს, რომ წინა არჩევნებზეც იყო მსგავსი ბრალდებები და ეს არის გზა, როგორ გაიმართლონ თავი საბოლოო ჯამში, როდესაც ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში. ეს სპეკულაცია ძალიან უადგილოა,“ - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდი გაყალბება არ სჭირდება, რადგან ის ყველაზე რეიტინგული პარტიაა.

დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გამყალბებლები ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს ლიდერები არიან, ქართულ ოცნებას კი გაყალბება არ სჭირდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები