20 ნოემბერი 2026,   21:02
ვრცლად
ფაშინიანი: ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ამ მძიმე წუთებში სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს.  

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

ამ მძიმე წუთებში სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს,"- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. 

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება. 

დღის ამბები