საქართველო სამძიმრის წერილებს იღებს. ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყება, დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს, მაშველებს კი მადლობას უხდის.
განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც. სამძიმრის წერილი გაავრცელეს ჩინეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, შვედეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის საელჩოებმაც.
ქართველი ხალხის ტკივილს იზიარებენ: ისრაელის, თურქეთის, სომხეთისა და ირანის დიპლომატიურმა მისიებიც.
საელჩოები მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო, თანადგომას უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებენ.