20 ნოემბერი 2026,   21:40
ვრცლად
კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და მოსარჩელე მხარისთვის დასმული კითხვები - რომელმა კითხვამ შეიყვანა "ნაციონალური მოძრაობა" სამართლებრივ ჩიხში და ჰქონდათ თუ არა მათ პასუხები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის რიგით მე-17 სხდომა, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულების ოჯახის წევრების სამძიმრით გახსნა.

სამძიმრის შემდეგ სხდომა პროცედურების შესაბამისად გაგრძელდა. მოსარჩელე მხარესთან შეკითხვები "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა. ზაზა ბიბილაშვილის კითხვაზე - რა მტკიცებულებები აქვთ სარჩელის ავტორებს, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების შესახებ, კანონმდებლებმა კონკრეტული ფაქტები წარადგინეს. ისაუბრეს რევოლუციის 6 მცდელობაზე, რომელიც სახელმწიფომ 2019-2025 წლებში აიცილა. ძალადობრივი მეთოდები, შტურმი საარჩევნო ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოზე, პოლიციელებზე თავდასხმის, თუ მათი ცოცხლად დაწვის მცდელობები მოლოტოვის კოქტეილებით და კულმინაცია, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის ბოლო მცდელობა - პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ასაკრძალთა სიაში მყოფებს დრეს ყველა ეს მტკიცებულება წარუდგინეს.

ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის გასამართლებული პირების მხრიდან დანაშაულის აღიარების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მაინც გაუგებარი აღმოჩნდა, რა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ოპოზიციის მიზანი მუდმივად კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. მოსარჩელე მხარემ, ლევან ბეჟაშვილს დღეს თითოეული ის განცხადება და ვიდეო მტკიცებულებებიც შეახსენა, რომელიც მათ წინააღმდეგ უკვე არსებობს და კონსტიტუციურ სარჩელსაც ერთვის.

მოსარჩელე მხარემ დღეს ოპოზიცია პროვოკაციულ განცხადებებსა და პროცესის გაჭიანურების მცდელობაში არაერთხელ დაადანაშაულა - ადრესატი ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები" იყვნენ, რომლებიც მთელი სხდომის განმავლობაში, კითხვებსა თუ პოზიციებს მუდმივად ერთმანეთთან ათანხმებდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად ცდილობდა სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ მძიმე დანაშაულებზე პასუხისმგებლობა მოეხსნა - მათ შორის კონკრეტულ საქმეებზე რაც სტრასბურგში უკვე გადაწყვეტილია ან საქართველოში გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არსებობს.

უარყოფის რეჟიმში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", წესრიგის დარღვევის გამო მოსამართლეებმა დღეს არაერთხელ გააფრთხილეს. სასამართლოს შეურაცხყოფისთვის კი დარბაზი დაატოვებინეს ზაზა ბიბილაშვილს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არა სამართლებრივი არგუმენტების წარსადგენად, არამედ დესტრუქციისთვის იყო მისული. ნაციონალური მოძრაობა კი

სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვამ, "ნაციონალური მოძრაობა" ჩიხში შეიყვანა, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოუწიათ სხდომათა დარბაზში სტრასბურგის სასამართლოს მიერ, კონკრეტულ საქმეებზე, მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილებების მოსმენა. საუბარია სულ 227 ვერდიქტზე და მათ შორის, სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, აკაკი ოჩიგავას, ე.წ კასრებისა, თუ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები, რომელიც მოსარჩელეების განცხადებით სწორედ სისტემურ დანაშაულს ქმნის.

სააკაშვილის პარტიის ლიდერებს დღეს მათი საჯარო განცხადებებიც შეახსენეს, რომელიც ძალადობის წახალისების ან ძალადობისკენ მოწოდების კონკრეტულ ფაქტებს ადასტურებდა- მოსარჩელე მხარემ ოპოზიციის ანტიკონსტიტუციური მიზნების შესახებ, ლევან ბეჟაშვილის შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკა მოსარჩელე მხარისთვის უკვე კარგად ცნობილია - თავი არიდონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბარს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. სწორედ ეს აჩვენა განხილვების მე-17 დღემაც მოსარჩელეებისთვის.

ბოლო 2 დღეში მოსარჩელე მხარისთვის დასმული ათობით შეკითხვიდან, სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" კითხვების დიდი ნაწილი მოხსნა, რადგან პლენუმმა ისინი საქმესთან ვერ დააკავშირა და პოლიტიკური განცხადებების, ან შეფასებების ნაწილად მიიჩნია.

დღის ამბები