19 ნოემბერი 2024,   21:48
ვრცლად
„რომან კაკულიას თავისი ემოცია აქვს, მე ჩემი. მიმაჩნია, რომ ჩანაწერების მიხედვით, სერიოზული დასკვნების გაკეთება არასერიოზულია" - ძიძიგური 

„რომან კაკულიას თავისი ემოცია, თავისი შეხედულება აქვს, მე ჩემი. მიმაჩნია, რომ ჩანაწერების მიხედვით, სერიოზული დასკვნების გაკეთება არასერიოზულია,“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური რომან კაკულიას განცხადებას, სადაც დეპუტატმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიო ჩანაწერების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ.

ძიძიგურის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და წინასწარ მხოლოდ ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება არასერიოზულია.

"ისეთ ტიპის პროტესტი მაქვს შინაგანად მთელი 9 წლის განმავლობაში სულ ჩანაწერი გამოვარდებოდა და მერე ამას რაღაც უბედურებები მოჰყვებოდა ხოლმე, წინა ხელისუფლების პირობებშიც. ახლაც უნდა გითხრათ, რომ ამ ჩანაწერების მიხედვით, დიდი გათვლების გაკეთება და სურათების დახატვა ჩემი აზრით, არ არის სწორი. გამოძიება მიმდინარეობს და თუ რამე იქნება ხელშესახები და თუ პროკურატურა მიაკვლევს, რომ არის კანონის დარღვევა ან გადაცდომა, ამის შემდეგ მე ოფიციალურად, როდესაც იქნება პასუხი, მერე მივაქცევ ყურადღებას. ჩანაწერები აკეთოს, მერე კომბინაციები, პირადად არასერიოზულ საქმედ მიმაჩნია ამ ჩანაწერების მიხედვით, დასკვნების გაკეთება,“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები