19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ბიზნესზე ზეწოლა რომ ხდებოდეს, მე და რომან კაკულია "ენმ"-ის წევრები ვიქნებოდით - გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი თანაგუნდელის, რომან კაკულიას იმ განცხადებას   ეხმაურება, სადაც დეპუტატმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შეფასებისას აღნიშნა, რომ არ ისურვებდა იმ გუნდის წევრობას, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებენ.

გიორგი ვოლსკის თქმით, რომან კაკულიას ეს განცხადება მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილება და არავინ აქცევს ყურადღებას მის ფრაზას, რომ კაკულია დარწმუნებულია, „ქართულ ოცნებაში“ მსგავსი რამ არ ხდება.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, ხელისუფლება ბიზნესზე რომ ზეწოლას ახდენდეს, ის და რომან კაკულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებოდნენ.

„გაუსვა ხაზი იმაში, რომ დარწმუნებულია, რომ სიმართლე იქნება იმ მხარეს, რომელსაც ასე ინტენსიურად უტევენ, მაგრამ უტევენ ის ადამიანები, ის კომპანია, რომელიც ჩვენ გავათავისუფლეთ, რომლის ხელმძღვანელი მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩვენ დავაწყებინეთ ახლიდან საერთოდ საქმიანობა და ბიზნესი, როგორც მას, ასევე უამრავ სხვას და ეს ორგანიზაცია დღეს უარს აცხადებს, ბიუჯეტში გადაიხადოს თანხა და უკვე შანტაჟზე გადავიდა იმ ჩანაწერებით, რომელიც აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რომელი კუთხიდან შეიძლება ეხებოდეს ხელისუფლებას გარდა იმისა, რომ გვარებს ახსენებს ვიღაც აბდაუბდას,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები