27 ივლისი 2024,   07:53
ვრცლად
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდება - ზუგდიდის მერს და ვიცე-მერს დღეს ადვოკატები მოინახულებენ 

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერი და ვიცე-მერი - ბრალდებულებს დღეს გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში, უფლებადამცველები მოინახულებენ.

ადვოკატები საქალაქო სასამართლოს განჩინების ჩაბარებას ამ დრომდე ელოდებიან, რის შემდეგაც ისინი გამოტანილ აღმკვეთ ღონისძიებას გაასაჩივრებენ. პროკურატურის განმარტებას, რომ დაკავებულების მიმალვის საშიშროება არსებობს, ლაშა გოგიას ადვოკატები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

მართლმსაჯულების აღსრულებას ელოდებიან დაკავებული გია გულორდავას ოჯახის წევრებიც. მათი თქმით, ამ ეტაპზე ისინი გამოძიებას ნდობას უცხადებენ.

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბრალდებულ ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს 2 დღის წინ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები