27 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
ორი ფორმალური ლიდერის ფორმალური შეხვედრა - მარგველაშვილის და ზურაბიშვილის აუდიენცია სულ 18 წუთს გაგრძელდა

ორი ფორმალური ლიდერის ფორმალური შეხვედრა - ბიძინა ივანიშვილის გავლენით არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, კვლავაც ბიძინა ივანიშვილის გავლენით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის სასახლეში პროტოკოლის სრული დაცვით: წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით დახვდა. ჯერ კიდევ მოქმედმა და უკვე არჩეულმა ქვეყნის პირველმა პირებმა დიდხანს არ ისაუბრეს. შეხვედრა სულ 18 წუთს გაგრძელდა. ახალ პრეზიდენტს არც სასახლე დაუთვალიერებია.

პრეზიდენტები ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს ისე დაშორდნენ, რომ მედიისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ. უფლებამოსილების გადაბარება ახლა მათივე ადმინისტრაციის უფროსებმა უნდა გააგრძელონ, უკვე ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ პოსტს ლაშა ჟვანიას ჩააბარებს. ლაშა ჟვანიას გარდა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის გუნდში შესაძლოა შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე აღმოჩნდეს, რომელიც ზურაბიშვილის შტაბის წევრი იყო. არჩეული პრეზიდენტის შეთავაზებას ელოდება სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ბიძინა გიორგობიანი. 

სალომე ზურაბიშვილი საკუთარი აპარატის დაკომპლექტების გარდა, ახლა ინაუგურაციაზეც მუშაობს. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტოს ფიცის დადება მას არა დედაქალაქში, არამედ ქუთაისში ან ფოთში მოუწიოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული ჯერ არ არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები