
This is a modal window.
სამართალდამცავებთან მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა. სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია, რადგან პოლიცია მოქალაქეებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.
სასწრაფო დახმარების მანქანა ამ დრომდე შეუძლოდ მყოფ მოქალაქესთან მისვლას ვერ ახერხებს, რადგან გზა ჩახერგილია. ოპოზიციის მხარდამჭერმა გონი დაკარგა და შეუძლოდ გახდა, თუმცა, მას დახმარება აქტივისტებმა გაუწიეს.
„ჭყლეტა იყო, ჩაგვიკეტეს ფეხით გზა და ძალიან ცუდად არის,“ - ამბობს ენმ-ის წევრი, ხატია დეკანოიძე.
გურჯაანში სამართალდამცავებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით. ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ.