22 ივლისი 2024,   17:47
ვრცლად
დაპირისპირება ველისციხესთან - აქციაზე ნაცემი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა 

ველისციხესთან, აქციის დროს დაშავებული ორი მოქალაქე, ამ დრომდე გურჯაანის საავადმყოფოში რჩება.  მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის, შოთა დალაქიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას მრავლობითი დაზიანებები პოლიციამ ხელკეტებით თავის არეში მიაყენა.

დალაქიშვილს მოტეხილი აქვს ყბა, მედიკოსები მისთვის ოპერაციის ჩატარებას დღეს გეგმავენ.

„ბლაგვი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული თავის არეში. გატეხილი აქვს თავი სამ ადგილას, ცხვირის მალები აქვს გატეხილი და მარჯვენა ყმა აქვს მოტეხილი. მერამდენე ადამიანის ჯანმრთელობა უნდა შეიწიროს ამ ნაძირალა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა დასმულმა მარიონეტმა - ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა,“-განაცხადა კასპის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონაშვილმა.

კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ რჩება ესმა მაისურაძეც, რომელიც შეუძლოდ დაპირისპირების დროს გახდა, ის ჭყლეტვაში მოყვა. ქალბატონს ტკივილი მუცლის ღრუში აღენიშნება.

დღის ამბები