26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
ხელისუფლების სტუდენტი ჩინოვნიკები - ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების სიაში გახარიას პირველი მოადგილე აღმოჩნდა

ხელისუფლების მაღალჩინოსანი სტუდენტები - ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტების სიაში აღმოჩენილია გიორგი გახარიას პირველი მოადგილე. ირკვევა, რომ კახა საბანაძე  ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობს.

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ წყარომ უნივერსიტეტიდან, "კურიერს" ხელისუფლების მაღალჩინოსნების ახალი გვარები მიაწოდა, რომლებიც თანამდებობრივ უფლებამოსილებას სავარაუდოდ, ბოროტად და დოქტორის ხარისხის მისაღებად იყენებენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ადასტურებს, რომ გოგაშვილის გარდა ამავე ფაკულტეტზე დოქტორის ხარისხის მოპოვებას კახაბერ საბანაძეც აპირებს.

„გოგაშვილმა ჩააბარა საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე. დაცვის რეჟიმშია გადასული და დაცვა შედგება საჯაროდ, დაინტერესებულ მხარეებს შეეძლებათ დაესწრონ. დაცვამდე სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს კოლოკვიუმების, სემინარების  ჩაბარებას.

საბანაძეც არის ჩვენი დოქტორანტი, თუ არ ვცდები ის აქტიური დოქტორანტია“-ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია.

ოპოზიცია ამბობს, რომ საბანაძე უნივერსიტეტში ფიქტიურად ირიცხება, რეალურად კი სასწავლო პროცესში არ მონაწილეობს და საკუთარი გავლენებს აკადემიური ხარისხის მისაღებად იყენებს.

„ისინი გარკვეულწილად იღებენ აკადემიურ ხარისხს რაღაცის სანაცვლოდ, ანუ იმის სანაცვლოდ, რომ უნივერსიტეტი თვალს ხუჭავს, რომ ეს პირები არ ასრულებენ სტუდენტის მოვალეობას, არ სწავლობენ და არ მონაწილეობენ სამეცნიერო კვლევებში, არ ესწრებიან ლექციებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ აკადემიური ხარისხი მიიღონ,“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

მაღალჩინოსნები ფიქტიურად მეცადინეობენ - ასეთია ”ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის შეფასება.

მისი თქმით, მაღალჩინოსნებს კარიერული ზრდისთვის უნდათ დიპლომები, თუმცა ეს კაპანაძის აზრით არ უნდა იყოს ფიქტიურად მიღებული ხარისხი.

დღის ამბები