03 მაისი 2024,   01:45
ვრცლად
ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან - გოგიჩაიშვილი მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებაზე 

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მომხდარი საზოგადოებასთან ღია დაპირისპირებაა.

დეპუტატის თქმით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყება მსჯელობა, როგორ მოხდეს ამ ადამიანების ჩამოშორება სასამართლო სისტემიდან. 

„ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან. ეს არის კონფლიქტი იუსტიციის საბჭოსი და ამ ადამიანების ჯგუფის, რომლებიც სხვა მოსამართლეებს პირდაპირი მნიშვნელობით იყენებენ ფარად და საკუთარ თავს უძახიან სასამართლოს. მომავალი საპარლამენტო სესიები მიეძღვნება და პოლიტიკური პროცესი იქნება, როგორ მოხდეს ამ ადამიანების ჩამოშორება სასამართლოდან,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ მურუსიძის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან 11-მა  დაუჭირა მხარი.

დღის ამბები