04 მაისი 2024,   17:29
ვრცლად
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მთავრობას სპეციალური უწყებათაშორისი კომისია წარუდგენს

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მთავრობას სპეციალური უწყებათაშორისი კომისია წარუდგენს.

ეს გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ, წარადგინა.

დოკუმენტში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მიზნები და ამოცანები.

სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უწყებების მიერ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და რადიკალიზაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე პრევენციულ ღონისძიებების გატარებას. 

დღის ამბები