08 სექტემბერი 2024,   03:46
ვრცლად
უბედური შემთხვევა რუსეთში - სადარბაზოს ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთ ბავშვია  

რუსეთში ნგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. უბედური შემთხვევა ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში მოხდა, სადაც გამთენიას საცხოვრებელი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა.

სულ დაზიანდა 50-მდე ბინა, სადაც 110 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ბრიგადები. ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი ამოიყვანეს, 4 დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული, 70-მდე ადამიანის ბედი კი კვლავ უცნობია.

გავრცელებული ცნობით, სადარბაზოს ნგრევა მეორე სართულზე ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.



დღის ამბები