08 დეკემბერი 2024,   01:22
ვრცლად
დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა, რომლის მიზანიც შანტაჟი და დაშინებაა - ქეთევან ციხელაშვილი

დიმიტრი მედოევის განცხადება მორიგი პროვოკაციაა, რომლის მიზანიც შანტაჟი და დაშინებაა - ასე ეხმაურება ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ინიციტივით გამოდის, რომ თრუსოსა და კობის ხეობა, " ეგრეთწოდებულ "აღმოსავლეთ ოსეთს" შეუერთდეს.

ქეთევან ციხელაშვილისთვის საოკუპაციო რეჟიმის ტერიტორიული პრეტენზიები აბსურდულია.

„ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, შეუძლებელი გახლავთ, ამიტომ მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ, თავისთავად ფაქტი, რომ პერიოდულად ამგვარი  განცხადებები ოკუპირებული ტერიტორიებიდან კეთდება, ეს არის ცალსახა და ძალიან მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ერთგვარ შანტაჟს, ზეწოლას საზოგადოებაზე, ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ყველაზე მეტად ამას გრძნობენ სწორედ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

დღის ამბები