05 მაისი 2024,   16:21
ვრცლად
გიორგი კანდელაკი ხელისუფლებას მიუნჰენის კონფერენციაზე პასიურობის გამო აკრიტიკებს

საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას საერთაშორისო არენაზე პასიურობის გამო აკრიტიკებს. როგორც ფრაქცია „ევრპული საქართველოს“ მდივანი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, მიუნჰენის კონფერენციაზე, რომელსაც პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, ქვეყანამ არ გამოიყენა მაღალი ტრიბუნა.

ოპოზიციის აზრით, მამუკა ბახტაძეს შემთხვევით უნდა ესარგებლა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სანქციების შესახებ უნდა შეეხსენებინა.

„საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა ბახტაძემ არ გამოიყენა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა და არ მოითხოვა საქართველოს თემატიკის, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის, დევნილთა დაბრუნების საკითხის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხის ჩართვა დასავლეთის რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებულ და დასაკისრებელ სანქციებში. როგორც მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების კონგრესში არის შესული სანქციების ახალი, ძალიან მკაცრი პაკეტი, პერსონალური სანქციების პაკეტი და ამ შესანიშნავი შესაძლებლობის არგამოყენება ჩვენი საკითხის აქტუალიზაციისთვის არის არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დანაშაული,“ - განაცხადა კანდელაკმა.

დღის ამბები