05 მაისი 2024,   16:15
ვრცლად
მეუფე დანიელის სკანდალური განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე - ვინ დაბლოკა მამაოს შეწყალება და ვინ თქვა უარი მის გათავისუფლებაზე

პატრიარქთან დაახლოვებული საჩხერისა და ჭიათურის ეპისკოპოსის განცხადება, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა - მაღალი იერარქიის სასულიერო პირი აცხადებს, რომ ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების მომხრე იყო და ამ თემაზე პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეთანხმებაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ საკითხი ხელისუფლებამ დაბლოკა.

მეუფე დანიელის ამ განცხადებას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე გამოეხმაურა. ის ეპისკოპოსის სიტყვებს უარყოფს. ზვიად ქორიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი პატიმარი მღვდლის ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მსჯელობდა, თუმცა შეწყალება საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ჰქონდა. ზვიად ქორიძის თქმით, მამა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე ერთიანი პოზიცია არც კომისიაში არ იყო. კომისიის წევრი ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე საკითხის განხილვის დროს სხდომაზე არ მივიდა.
მოგვიანებით მეუფე დანიელმა პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ  მისი სიტყვები კარგად ვერ გაიგეს. საჩხერის მიტროპოლიტის მტკიცებით ყველაფერი, რაც აქამდე თქვა, მხოლოდ მისი ეჭვი და ვარაუდი იყო და დეტალების ზუსტად აღარ ახსოვს.

პატიმარი მღვდლის ძმა თორნიკე მამალაძე კი იხსენებს, რომ სწორედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თქვა უარი მღვდლის შეწყალებაზე.

დღის ამბები