05 მაისი 2024,   18:48
ვრცლად
ამერიკული კინოაკადემიის რჩეულების გამოვლენამდე 12 საათზე ნაკლები რჩება

დაჯილდოებების სეზონი ჰოლივუდში ოსკარის გრანდიოზული ცერემონიით დასრულდება. ამერიკული კინოაკადემიის რჩეულების გამოვლენამდე 12 საათზე ნაკლები რჩება. რიგით 91-ე ცერემონიის სტუმრების დასახვედრად ბევერლი-ჰილსში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. მსოფლიოს მთავარი კინომოვლენის გასაშუქებლად დოლბის კინოთეატრთან ჟურნალისტებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ნომინაციების რაოდენობით საღამოს ფავორიტები მექსიკელი რეჟისორის დრამა "რომას" და ფავორიტის შემქმნელები იქნებიან. ორივე ფილმი 10-10 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც.

დღის ამბები