05 მაისი 2024,   17:27
ვრცლად
კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში დასრულდა

რამდენიმესაათიანი კონსულტაციები შუშის სასახლეში დასრულდა. ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია მმართველ გუნდის წევრებმა უკვე დატოვეს. მათ შორის იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე.

შუშის სასახლეში იმყოფებოდა ლაშა ნაცვლიშვილიც, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს. ასევე, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში იმყოფებოდა რეჟისორი გოგა ხაინდრავაც.

არცერთ მათგანს რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.

არსებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა "ქართულ ოცნებაში" არსებული კრისიზი და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია.  

ამავე თემაზე
დღის ამბები