19 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
ქურდობის ფაქტების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - შს მინისტრი კრიმინალურ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს

მძიმე კრიმინოგენული ვითარება, გახშირებული ქურდობა, ყაჩაღობა, ადამიანების გატაცება და შეიარაღებული გარჩევები - შს მინისტრი გაზრდილი კრიმინალის შესახებ განმარტებებს აკეთებს. 

ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი არ თვლის, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება საგანგაშოა. გახარიას განცხადებით, ქურდობის ფაქტების ზრდას კონკრეტული მიზეზები აქვს. ერთ-ერთი კი მინისტრის თქმით, სისტემის ჰუმანურობაა. 

Image result for გიორგი გახარია„საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული მოგახსენეთ, რომ ამ ნაწილში ძირითადი ზრდა მოდის ქურდობებზე. მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. პირველი, მოგეხსენებათ,  ქურდობა არის ყველაზე რთულად გახსნადი დანაშაული და აქ სტატისტიკის გაუმჯობესებასაც თავისი წვლილი ჰქონდა, თუმცა სხვა ფაქტორებიც არის. მოგეხსენებათ, სისტემა თვითონ გახდა ბევრად ჰუმანური, მაგალითად დღეს სხვადასხვა სახის წვრილმანი ქურდობისთვის ადამიანი შეიძლება ჯარიმით გათავისუფლდეს. ამას სჭირდება ღრმა ანალიზი, იმისთვის, რომ მართლმასაჯულების ერთიანი სისტემა იყოს უფრო ეფექტური,“-აცხადებს შს მინისტრი.

დღის ამბები