თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან თავისუფალია - სამართალდამცველებმა აიღეს კარვებიც. აქტიურად მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები.
ადგილი ცოტა ხნის წინ დატოვეს სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა. ტერიტორიიდან გასულია წყლის ჭავლის მანქანები. ასევე, ევაკუატორებით გაიყვანეს ის მანქანებიც, რომლებსაც აქციის მონაწილეები გზის ჩასაკეტად იყენებდნენ.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში გადაინაცვლეს. მელიქიშვილის გამზირის დასაწყისში ასევე პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებულები.