19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფარული ვიდეოკადრები სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ ვრცელდება

ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფარული ვიდეოკადრები სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ ვრცელდება. შესაბამისი ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელმა გოჩა გორგაძემ მიიღო.

მომხდარის შესახებ გზავნილის ადრესატმა სამართალდამცველებს უკვე შეატყობინა. დეტალებზე სასაუბროდ მას პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათში ელოდებიან.

“ჩემს ფეისბუქზე გვერდზე ვნახულობდი კადრებს,ახლა ამომიხტა ლინკი, რომ მიიღე ვიდეოო. ინსტიქტურად გავხსენი,რომ გავხსენი დავინახე საწოლი და ქალის სახე. მივხვდი რაშიც იყო საქმე, დამაწერინეს განცხადება,ჩაიბარეს და გადააგზავნიან კრიმინალურ პოლიციაში,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელი გოჩა გორგაძე.

 

დღის ამბები