19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
„რომელი სისტემა უნდა მოქმედებდეს, პროპორციული თუ მაჟორიტარული, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია"-ლორა ტორნტონი

დიალოგი პოილიტიკურ ძალებთან აუცილებელია და მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე წარიმართოს საუბარი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის - ასეთია აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა ტორნტონის შეფასება ევროპარლამენტარების წერილთან დაკავშირებით. ტორნტონი ამბობს, რომ ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანაში მძიმე დარღვევების და ხელისუფების შეცდომების ფონზე ჩაიარა და იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი გადარჩეს, აუცილებელია საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება, ამიტომ ტორნტონი თვლის, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა სისტემით ჩატარებული არჩევნებია მათთვის უფრო მისაღები.

„რომელი სისტემა უნდა მოქმედებდეს, პროპორციული თუ მაჟორიტარული, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ყველა საარჩევნო სისტემა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, კარგად მუშაობს. მაგრამ რა სისტემა უნდა მოქმედებდეს საქართველოში, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ხალხმა უნდა დაასკვნას, რომელი სისტემა უფრო კარგად გამოხატავს მოქალაქეების ნებას,“-განაცხადა ლორა ტორნტონმა.

ევროპარლამენტარებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც ისინი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის სთხოვენ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ მან ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან დიალოგი დაიწყოს. წერილში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ფედერიკა მოგერინის გაუგზავნეს, ისმის უმწვავესი შეფასებები და საპრეზიდენტო არჩევნების უპრეცედენტო კრიტიკა. მიმართვის ავტორები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლინდა უმძიმესი დარღვევები, მათ შორის მასშტაბური ხმების ყიდვა, შურისძიების შიში და საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და დაშინება. ამავე მიმართვაში ნათქვამია, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული იყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები