19 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
ევროპარლამენტარების მწვავე გზავნილი "ოცნებას" - წერილში წერია, რომ 1991 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე ცუდი არჩევნები 2018 წელს ჩატარდა

ევროპარლამენტარების მკაცრი გზავნილი „ოცნების“ ხელისუფლებას - ევროპელი პოლიტიკოსები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის მიმართავენ და სთხოვენ აიძულოს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. 

წერილში, რომელსაც ხელს ევროპარლამენტის ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის წევრები აწერენ, უმძიმესი პოლიტიკური შეფასებებია. ევროპელი პოლიტიკოსები წერენ, რომ 1991 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე ცუდი არჩევნები 2018 წელს ჩატარდა. საუბარია იმ უმძიმეს დარღვევებზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისას გამოვლინდა, სწორედ ამიტომ ევროპარლამენტი ევროკომისიას სთხოვს დაიწყოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ 2020 წლისათვის ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალოს.

ეს არ არის ბრიუსელში დაწერილი ერთადერთი წერილი - ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთი მკაცრი გზავნილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნეს. 11 ევროპელი პოლიტიკოსი მამუკა ბახტაძისგან უმკაცრესად მოითხოვს ია კერზაიას საქმის გამოძიებას. ბრიუსელში დარწმუნებული არიან, რომ ზუგდიდის სკოლის დირექტორი სწორედ პოლიტიკურ ზეწოლას შეეწირა

ევროდეპუტატის წერილი ქართველი პოლიტიკოსებისთვის დროული და აქტუალური გზავნილია. თბილისში ამბობენ, რომ თუკი ქართლი ოცნება დათმობაზე არ წავა და საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, მაშინ ივანიშვილის მმართველობა ქვეყანაში მინიმუმ 2024 წლამდე გაგრძელდება, რაც ქვეყნისთვის უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება.

"ქართულ ოცნებაში" კი აქცენტს არა წერილი უმწვავეს შინაარსზე  არამედ ხელმომწერი ევროდეპუტატების რაოდენობაზე აკეთებენ. 11 ევროპელი პოლიტიკოსის მოთხოვნა მმართველი გუნდისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები