19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
პოლიტიკურ ოპონენტებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ - ირაკლი სესიაშვილის იზორიას მიმართ ოპოზიციის მწვავე კითხვებს ეხმაურება

პოლიტიკურ ოპონენტებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თავიანთი ნარატივი აქვთ, რომელიც როგორ წესი აცდენილია რეალობას - ასე აფასებს ირაკლი სესიაშვილი იმ მწვავე კითხვებს, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციას ლევან იზორიასთან აქვთ. თავდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მას კორუფციაზე, ნეპოტიზმსა და ე.წ. დედოვშინის ფაქტებზე დაუსვამს შეკითხვებს.

"ქართული ოცნების" წევრი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რეალური შეფასება იმ რეფორმებზე, რომელიც თავდაცვის უწყებაში გატარდა, ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰქონდა.  

„ჩვენ ეს წინა მინისტრების მოსმენების დროს ვნახეთ ოპოზიცია კრიტიკული და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა  არსებობენ  ობიექტური შემფასებლები, ესენი გახლავან ნატო-ს გენერალური მდივანი. არსებობს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შეფასებები  რომლებიც ცალსახად აცხადებენ რომ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები არის წარმატებული. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველაზე კრიტიკულ კითხვებსაც ვუპასუხოთ,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები