19 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისთვის ოპოზიციას ხელმოწერების შეგროვებაში ახალგაზრდები დაეხმარებიან

ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ახალგაზრდების ჯგუფი შეუერთდა. მათი მიზანია, მონაწილეობა მიიღონ ხელმოწერების შეგროვებაში.

ოპოზიციურ პარტიათა ლიდერებმა ქუთაისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს "საარჩევნო კოდექსში" აუცილებლად შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

მათი აზრით, სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და მაჟორიტარული არჩევის წესი გაუქმდეს. 

"დღეს მოსახლეობას აქვს ორი უმთავრესი მოთხოვნა - ერთია ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, რისთვისაც "საარჩევნო კოდექსის" ცვლილება ყველაზე დემოკრატიულ და ცივილურ გზად მიგვაჩნია და მეორე - ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, რათა ძალთა ბალანსი ოპოზიციის სასარგებლოდ იყოს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი სტრატეგია ხალხის მოთხოვნის შესაბამისი იყოს," - განაცხადა ახალი მემარჯვენეების წევრმა, ივანე კაპანაძემ.

ოპოზიციური პარტიები კამპანიის ფარგლებში მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.

 

 

დღის ამბები