19 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
რეაქციები ლუსტრაციაა, ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულის და ვის დაყოფის ნაწილში - მმართველ გუნდში ივანიშვილის წერილზე გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურებიან

9 აპრილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს წერილს  მმართველ გუნდში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ მათი გუნდის ლიდერის განცხადება, საზოგადოების ერთიანობის იდეას ემხრობა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია, რომლებიც წერილის შინაარსს ფარისევლობად მიიჩნევენ. მათი თქმით, ივანიშვილი წლების წინ თავად აფინანსებდა 9 აპრილის ერთ-ერთ მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ოპონენტების მხრიდან წერილის კრიტიკულად შეფასებამ აჩვენა, თუ ვისზე გააკეთა ივანიშვილმა მიმართვაში მინიშნება, როდესაც საზოგადოების დაპირისპირებასა და დაყოფაზე საუბრობდა.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„თუ დააკვირდებით ამ წერილთან დაკავშირებულ რეაქციებს, ეს იქნება ზუსტად ლუსტრაცია თუ ვის ეხება წერილი სამშობლოს სიყვარულის და ერთიანობის ნაწილში და ვის ეხება ეს წერილი დაყოფისა და დაპირისპირების ნაწილში. ეს გამოხატავს ძალიან არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს, რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენელი აფიქსირებს. კერძოდ, რისი თქმა მინდა, ეს ადამიანები ბოლო არჩევნების დროს ამტკიცებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ხმებს პოლიტიკური დაპირისპირებით მოიპოვებსო, ახლა როგორც ჩანს შეიცვალეს აზრი და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც საზოგადოების გაერთიანებას და კონსოლიდაციას ეხება, ესეც ხმების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობააო. მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ ჩამოყალიბდნენ რომელ პოზიციას, რომელ შეფასებას ემხრობიან ისინი, უბრალოდ მარტივად, ეს ორი ურთიერთგამომრიცხავია და ძალიან სასაცილოდ გამოიყურება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკისთვისაც.

ვოლსკი-ის სურათის შედეგი

„არასწორი არგუმენტია, არავითარი სიღრმე ამ არგუმენტს არ გააჩნია და თუ კი კარგად გავაანალიზებთ სიტუაციას, დანგრევის პირას და ძალიან აგრესიულ რუსეთს, როდესაც სტაბილურობა არა მარტო მათ, არამედ მის სამეზობლოს ყველა ქვეყანას სჭირდებოდა, რასაკვირველია გადაწყვეტილებები იმ პერიოდში მიღებული, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიერ, რაზედაც თვითონაც ყვება, იყო რაციონალიზმიდან გამომდინარე და ამან მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მომავალში საერთოდ ამ მსოფლიოს განვითარებას,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილით 9 აპრილის 30 წლისთავს ეხმაურება და წერს, რომ 1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ბედი განსაზღვრა და ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა.

ივანიშვილი ვრცელ წერილში წერს, რომ კორუფციის ჭაობში მყოფმა ქვეყანამ, ემოციის ფონზე "შინნაზარდი დიქტატორი აირჩია", რომელიც ასევე სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტებს. მისივე განცხადებით, მიუხედავად ყველაფრისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები