ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრემიერმა პირველი შეხვედრა გამართა.
მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა, რომელიც თვის ბოლოს საქართველოში ვიზიტით ჩამოდის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა ბახტაძემ მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც განმარტა, რა იყო შეხვედრის მთავარი სასუბრო თემა.
"შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხი, აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, რეფორმების პროცესისა და მიღწევების განმტკიცების კუთხით. განვიხილეთ ევროსაბჭოს გამოწვევები და შევეხეთ მინისტრთა კომიტეტის საქართველოს მომავალი თავმჯდომარეობის საკითხს. მივაწოდე პრეზიდენტს ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზულ ფაქტებზე ოკუპირებულ რეგიონებში. ხაზი გავუსვი, რომ საქართველო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მადლიერი ვარ ევროსაბჭოს ჩართულობით რეფორმების პროცესში. მიგვაჩნია, რომ რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული პრაქტიკის და კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის ევროპულ სტანდარტებთან,"-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.