19 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
შეუძლებელია, ვიმსჯელოთ კანონპროექტის მხარდაჭერაზე - მამუკა მდინარაძე ბესელიას მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრობს

„ამ კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამ კანონპროექტის განხილვა, პრაქტიკულად, არის ფორმალური,“ - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

მმართველი გუნდიდან დემარშით წასული დეპუტატი ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტს წარუდგენს.

მამუკა მდინარაძის თქმით, კომიტეტი კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი„ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი და ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. შეუძლებელია, რომ ვიმსჯელოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც დღეს კომიტეტზე გამოდის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალება. სხვა მხრივ, თავად ეკამაც, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები