ტყიბულის მერის მოადგილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ემუქრებიან, ქართული ოცნების ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
დავით მუმლაშვილის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო სოფიო ბოჭორიშვილის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება.
მისი განცხადებთ, უცნობია, თუ რა ზეწოლაზე საუბრობს ტყიბულის მერის მოადგილე.
„ეს ინფორმაცია გუშინ ღამით გავიგე. ჩემთვის მოულოდნელი იყო. რა ზეწოლაზე საუბრობს, ვერ გეტყვით, ან ვისგან ხორციელდება, ისიც არ ვიცი,“ - განაცხადა დავით მუმლაშვილმა.
სოფიო ბოჭორიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას ემუქრებიან. ის მიზანმიმართულ პროვოკაციაზე მიუთითებდა.