მუქარა და ზეწოლა ტყიბულის მერის მოადგილეზე - სოფიო ბოჭორიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მას ემუქრებიან და მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.
“ველოდები ცილისწამებებს და პროვოკაციებს. იყო რეალური მუქარა. გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ დაიჯერებთ,“ - აცხადებს ბოჭორიშვილი, თუმცა, სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
სოფიო ბოჭორიშვილი 2014 წლიდან ტყიბულის გამგებლის მოადგილე იყო, 2017 წლიდან კი მერის მოადგილეა. ის ამ დრომდე ერთადერთი კადრია, რომელიც ყოფილი მაჟორიტარის - ელისო ჩაფიძის, რეკომენდაციით დაინიშნა.