19 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
მინისტრები, რომლებიც შესაძლოა ხელისუფლებას გამოეთიშონ - "ოცნების" თავმჯდომარე მათ ვინაობას ამ დრომდე არ აკონკრეტებს

ვინ არიან ის მინისტრები, რომლებიც შესაძლოა, სახელისუფლებო რგოლს გამოეთიშონ - რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ აკონკრეტებს.
ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისგან ამ კითხვაზე პასუხის მიღება ჟურნალისტებმა გრიბოედოვის თეატრში სცადეს, სადაც ჯამლეტ ხუხაშვილის იუბილე მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ.

9 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მინისტრის, მათ შორის ერთი ქალის მისამართით კითხვის ნიშნები არსებობს და მათი საქმიანობას პრემიერი განსაკუთრებით აკვირდება.

დღის ამბები