19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"ქალბატონი ეკა არის ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე ის უტევს მმართველ გუნდს" - კობახიძე

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი პარტია დაინტერესებულია გამოძიება დროულად დასრულდეს. კობახიძის თქმით, კადრების გავრცელების პირველწყაროს დადგენა და გამოძიების დასრულება სამართალდამცველი ორგანოების კომპეტენციაა. 

ირაკლი კობახიძე დღესვე ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საგამოძიებო უწყებებს კადრების გავრცელების დამკვეთის დასადგენად ერთ თვიანი ვადა მისცა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეკა ბესელია, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უტევს მმართველ გუნდს. 

"ბუნებრივია, ქალბატონი ეკა არის ოპოზიციაში და აქედან გამომდინარე ის უტევს მმართველ გუნდს. ეს არის პოლიტიკური განცხადება და ამაზე პასუხი ცხადია რაც არის. მე აქცენტს გავაკეთებ სამართალდამცველ ორგანოებზე, რომლებმაც ბოლომდე უნდა გამოიძიონ ეს საქმე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები