19 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
"სულ იყო და მომავალშიც იქნება" - მინისტრები მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავენ

საქართველოს მთავრობის წევრები მინისტრების შეცვლას არ გამორიცხავენ. ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ, როდესაც მან მინისტრთა შესაძლო ცვლილებებზე ისაუბრა, აქტუალურია კითხვა, ვინ დატოვებს სამთავრობო გუნდს და ვისი მუშაობით არის უკმაყოფილო „ოცნების“ თავმჯდომარე.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

„რაიმე კონკრეტული არაფერი, ცვლილებები სულ იყო და მომავალშიც იქნება. ახლა, რომ რაიმე კონკრეტული კონსულტაციები იყოს, ამის შესახებ არ მსმენია. ვვარაუდობ, რომ ალბათ იქნება. იმიტომ, რომ აქამდე 64 ჩემი კოლეგა იყო, ვისთანაც მე მქონია სამსახურებრივი ურთიერთობა და ალბათ, მომავალშიც იქნება,“ - განაცხადა სერგეენკომ.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით კი, რომელსაც ყველაზე ხშირად ასახელებდნენ წამსვლელთა შორის, ის თანამდებობაზე დარჩება.

„რა ცვლილებები იგეგმება, მე არ ვიცი. ჩემთან კონსულტაციებს არ გადიან ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ხომ არ ვწყვეტ ვინ იქნება მთავრობაში და ვინ არ იქნება. ჩემი გადაწყვეტილება ეს ნამდვილად არ არის,“ - განაცხადა ქობულიამ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი კი მედიას აკრიტიკებს შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრის გამო და ამბობს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდება ქვეყანაში.

დღის ამბები