აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ. კონგრესმენთა 20-კაციანი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შეხვდა.
შეხვედრაზე საკანონმდებლო რეფორმები, უსაფრთხოების საკითხები და დემოკრატიის მხრივ არსებული გამოწვევები განიხილეს.
"დემოკრატია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც სამართლიანი არჩევნების კუთხით, ასევე, დემოკრატია არჩევნებს შორის სახელმწიფო უწყებების აძლიერებს. კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა საქართველოში, გახლავთ უფრო ნათელი, პარლამენტი გახლავთ პირველი მოწინავე უწყება.
"ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა ღირებულებები გააჩნია საქართველოს და რასთან უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს დემოკრატია და გააძლიეროს დემოკრატიული ღირებულებები ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბოლო 10 წელია, საქართველო უფრო აძლიერებს თავის მისწრაფებას, რომ გახდეს სრულუფლებიანი წევრი და შეერთებული შტატები ყოველთვის მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო ღონისძიებებში,“ - განაცხადა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციის წევრმა, დევიდ პრაისმა.