19 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
გონს მოეგოს... მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის - ბესელია კობახიძეზე საუბრობს

„ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, ქვემოთ ჩამოვიყვან, მერე მანდატური არ უშველის,“- ეს განცხადება „ქართლი ოცნებიდან“ დემარშით წასულმა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.

მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან ცოტა ხნის მომხდარ დაპირისპირებაზე  გააკეთა განცხადება. კობახიძემ ბესელიასგან თქვენობით მიმართვა მოითხოვა და მიკროფონი გაუთიშა. ამის შემდეგ ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა.

ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირაკლი კობახიძეს დაემუქრა, რომ უახლოეს პერიოდში მისი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს.

„ვინ არის კობახიძე რომ არ ვისარგებლო მე, როგორც დეპუტატმა. გავაფრთხილე, რომ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას კონსტიტუცია და რეგლამენტი. ეს გაფრთხილება მივეცი. ჩვენი უფროსი კი არ არის, ის სხდომის წამყვანია. როცა პროცედურებს არღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. ვაგროვებ ყველა მის დარღვევას. მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც ის საფრთხის შემცველია პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, თორემ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, დავაყენებ - იმპიჩმენტის წესი,“- აღნიშნა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები