ვენეციის კომისიის შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის წესს სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიც აკრიტიკებენ. ეუთოსა და ოდირის შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნის დაჩქარებული პროცედურები შეშფოთების საფუძველს ქმნის.
მათ მიერ მომზადებულ რეკომენდაციაში ხაზგასმულია, რომ კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევა ძირს უთხრის დამსახურების მიხედვით შერჩევის სისტემას, ამიტომ უნდა ჩანაცვლდეს პროცედურით, რომლითაც კანდიდატებს მკაფიოდ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებით დანიშნავენ.
ეუთოსა და ოდირის რეკომენდაციაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, თავმჯდომარის არჩევა და ამით გავლენის მოხდენა საბოლოო შემადგენლობაზე პროცესების პოლიტიზირების რისკებს შეიცავს და შესაძლოა, ზიანი მიაყენოს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
ეუთოს შეფასებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში პარლამენტის როლი უნდა შეიზღუდოს და მას მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისროს.