საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტმა ორმხრივი საინვესტიციო პროექტები, სავაჭრო ურთიერთობები და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს. იორდანიის სენატის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც, მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.