"კლანი უნდა წავიდეს" - ამ შინაარსის ბანერი ამ წუთებში პარლამენტის სასესიო დარბაზშია გამოფენილი. ის სესიაზე „ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატებმა მიიტანეს და ამ ფორმით გააპროტესტეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი.
პარლამენტში პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გახდეს ცნობილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების რა ნაწილს გაითვალისწინებს "ქართული ოცნება." დღესვე კანონმდებლებმა მეორე მოსმენით მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ.
შეგახსენებთ, რომ სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. სესიის დაწყებისას ოპოზიციამ მოითხოვა, რომ ჯერ სახალხო დამცველისთვის მოესმინათ და შემდეგ ემსჯელათ კანონპროექტზე, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უარი განაცხადა. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა.