19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
ქობულია თანამდებობიდან გადააყენეს - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განმარტებებს არ აკეთებს

გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადააყენეს. ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ განმარტებებს არ აკეთებს.  

გიორგი ქობულიას მოხსნის გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი დღის ბოლოს მოაწერა. ამას წინ უძღოდა ქობულიასთან რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკება.

"კურიერის" ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრს აიძულებდნენ თანამდებობიდან გადამდგარიყო და გადაწყვეტილების უკან პირადად ბიძინა ივანიშვილი იდგა.

ეკონომიკის ახალი მინისტრი უკვე დანიშნულია. გიორგი ქობულია მისმა მოადგილემ, ნათია თურნავამ ჩაანაცვლა.

დღის ამბები